საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის საჯარო სხდომა

2011 წლის 4 თებერვალს (პარასკევს) 4 საათზე თსუ ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომათა ოთახში შედგება საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის სხდომა.

 

დღის წესრიგი:
1. 2010 წლის მსოფლიო მათემატიკოსთა კავშირის გენერალური ასამბლეის
(ბანგალორი, ინდოეთი) და ყრილობის (ჰეიდარაბადი, ინდოეთი)  მიმოხილვა (რ.დუდუჩავას პრეზენტაცია)

2. ინფორმაცია მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადებში საქართველოს გუნდის მომზადების და მონაწილეობის შესახებ (მომხსენებელი ლ. გოგოლაძე)

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის სემინარი           

გაცნობებთ, რომ 2010 წლის 15 აპრილს, ხუთაბათს, 17 საათზე  ივანე  ჯავახიშვილის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე  (ყოფილი  ბიოლოგიის ფაკულტეტის შენობა, მაღლივი კორპუსის წინ) აუდიტორიაში 105 შედგება საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის სემინარის სხდომა. მოხსენებას თემაზე

wrfivi operatoris rezolventis norma da sevdospetri                        

The resolvent norm and pseudospectra of a linear operator

 წაიკითხავს  ლონდონის უნივერსიტეტის კინგს კოლეჯის პროფესორი  evgeni Sargorodski

16 საათი და 15 წუთიდან გეპატიჟებით იქვე, აუდიტორიაში 101,  ჩაიზე და ყავაზე

                                                                                                          სემინარების საორგანიზაციო კომიტეტი

                     მოხსენების მოკლე ანოტაცია:

მოხსენება შედგება ქართულ ენაზე და მასში განიხილება შემდეგი საკითხები:
1) შეიძლება თუ არა წრფივი ოპერატორის რეზოლვენტის ნორმა იყოს მუდმივი ღია სიმრავლეზე?
2) წარმოადგენს თუ არა წრფივი შემოსაზღვრული ოპერატორის ფსევდოსპექტრი, რომელიც განსაზღვრულია არამკაცრი უტოლობის საშუალებით, შეშფოთებული ოპერატორების სპექტრების გაერთიანებას?
          

 

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის სემინარები

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირმა გადაწყვიტა აღადგინოს მათემატიკოსთა კავშირის სემინარები. ამისათვის ჩამოყალიბდა კომიტეტი რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ: როლანდ დუდუჩავა (დიფერენციალური განტოლებები, გამოყენებითი მათემატიკა და მეცნიერული გამოთვლები), ვახტანგ კოკილაშვილი (ანალიზი, ალბათობის თეორია და სტატისტიკა) და თორნიკე ქადეიშვილი (ალგებრა, ტოპოლოგია და ლოგიკა).

გადაწყვეტილია რომ სემინარზე მოხსენებები გაკეთდება კომიტეტის შეკვეთით. როგორც კი გაჩნდება საკმარისი სახსრები, მოხსენებები სემინარძე გახდება ანაზღაურებადი.       

უახლოეს დროში უნდა ჩამოყალიბდეს სემინარის დაწვრილებითი კონცეფცია (დებულება), რომელიც დაარეგულირებს სემინარის სტატუსს და მუშაობის წესს. გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი იდეები და წინადადებები სემინართან დაკავშირებით ქვემოთ მითითებულ ელექტრონული ფოსტით ან სიტყვიერად.

                                                                                                                                   სემინარების კომიტეტი


top
დაგვიკავშირდით

ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი,                              უნივერსიტეტის ქ. № 2 თბილისი 0186                      თსუ მაღლივი კორპუსი, III სართული

ტელ.: +995.(8)32.545995  (სწავლული მდივანი)
          +995.(8)55.333855 (პრეზიდენტი, მობ.)       

ელ. ფოსტა: GeorgianMU(at)gmail.com
                    GMU(at)rmi.acnet.ge